მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ჩაეშვება ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში? - კობა გვენეტაძე

627231f7365e4
ვიქტორია მღებრიშვილი
04.05.22 12:31
1770
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ციფრული ლარი საპილოტე რეჟიმში, შესაძლოა, წლის ბოლოდან ამოქმედდეს. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და მსოფლიო ბანკის მონაწილეობით ჩატარდა.

გვენეტაძემ განმარტა, რომ ციფრული ლარი დეცენტრალიზებული ფინანსურის სერვისების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.

„ის აუცილებელია, რომ ფინტექმიმართულება განვითარდეს და იმ ტრადიციულ სერვისებთან ერთად, რასაც ფინანსური სისტემა მომხმარებელს სთავაზობს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისების სისტემა გახდეს ხელმისაწვდომი.

წელიწადნახევარია ციფრულ ლარზე ვმუშაობთ. გვქონდა ურთიერთობა რამდენიმე სხვადასხვა კომპანიასთან, რომელსაც ამ პროდუქტის დანერგვის ტექნიკური გამოცდილება აქვს და ჩავატარეთ კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით. ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ერთი მიდგომა და მიმართულება არ არსებობს, აქედან გამომდინარე, გვინდა ვიცოდეთ, რა შესაძლებლობებს ქმნის ის და რომელი იქნება ყველაზე მიზანშეწონილი ფორმა მის დასანერგად.

ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის, შემდეგი წლისთვის შესაძლებელია, რომ ციფრული ლარი პილოტურ რეჟიმში გვქონდეს“, - განაცხადა სებ-ის პრეზინდეტმა.