მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რა მიმართულებით შესრულდება რეისები ნოემბერში – Georgian Airways-ი ინფორმაციას ავრცელებს

5f96f6070286d
თამთა ჯიჯავაძე
26.10.20 21:00
893
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ნოემბერში დაგეგმილ ავიარეისებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მომავალ თვეს დაგეგმილი და დადასტურებული ფრენები შესრულდება ოთხი მიმართულებით. ესენია:

თბილისი–ვენა–თბილისი – 8, 15, 22, 29 ნოემბერი;
თბილისი–პარიზი–თბილისი – 3, 6, 10, 13, 17, 20, 24, 27 ნოემბერი;
თბილისი–ბერლინი–თბილისი – 4, 11, 18, 25 ნოემბერი;
თბილისი–ამსტერდამი–თბილისი – 2, 7, 9, 14, 16, 21, 23, 28, 30 ნოემბერი.

Georgian Airways-ის განცხადებით, ბილეთების დასაჯავშნად მსურველი უნდა დაუკავშირდეს კომპანიის გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიონ უნდა ვებსაიტს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან საქართველოდან 10 მიმართულებით აღდგება ავიარეისები. მათი ნაწილი თბილისის, ნაწილი კი ქუთაისის აერპორტიდან.