მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის და რომელი კომპანიები დაიწყებენ "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებულთა დაკმაყოფილებას?!

5e2ad2cc53da4
ინგა მურუსიძე
24.01.20 15:50
3360
როგორც კი საპროცესო გარიგება გაფორმდება, სამშენებლო კომპანიები დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვას დაიწყებენ, - ამის შესახებ bm.ge-ს "ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა.

"ყველაფერი სავარაუდოდ დაიწყება თებერვლის ბოლოს და დამოკიდებულია საპროცესო გარიგებაზე (მაია და რუსუდან რჩეულიშვილებისთვის სასჯელის მოხსნის თაობზე). როცა ჩვენ გვექნება საპროცესო გარიგების მყარი გარანტიები, კომპანიები უკვე მზად იქნებიან, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყონ. ეს მოხდება "ცენტრ პოინტის" კუთვნილ ყველა ობიექტზე. ბევრ სამშენებლო კომპანიასთან არის მიღწეული შეთანხმება.  თვითონ "ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის პროექტში ჩართულია ბევრი კომპანია, ესენია: "ანაგი", "არქი", "თბილი სახლი", "X2", ასევე დიდი როლი აქვს კომპანია "აჭარა ჯგუფს", რომელიც ყიდულობს ნინოშვილის მიწას, რაც ვალდებულებების 70%-ს ფარავს. პირობებს რაც შეეხება, ჩვენი და მერიის შეთანხმებაში წერია, რომ ის თანხები, რაც შემოვა, მოხმარდება დაზარალებულებს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

რაც შეეხება "აჭარა ჯგუფს", გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მათთან შეთანხმება უკვე მიღწეულია, უბრალოდ ელოდებიან საპროცესოს გაფორმებას, რომ ხელშეკრულებაც გაფორმდეს.

"მერია ნამდვილად არის ჩართული სამუშაოებში. ყველა იმ უწყებისგან, რომელიც დღემდე იყო ჩართული ამ საქმეში, მერიამ ყველაზე კარგი როლი ითამაშა, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება დროში გაიწელა. ეს იყო ზოგიერთი უწყების არაკომპეტენტურობის გამო და სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებიც იყო, როგორც იურიდიული, ისე ბიუროკრატიული, რასაც ვერ გავექეცეოდით, მაგრამ ნება რომ ყოფილიყო, გაცილებით სწრაფად დავასრულებდით ამ საქმეს. დეიდაჩემს უკვე თებერვლის ბოლოს უმთავრდება პატიმრობის ვადა და მაიასაც რჩება ძალიან ცოტა. აქედან გამომდინარე, მაშინ რაღაზე უნდა წავიდეთ, არ ვიცით. თებერვლის ბოლომდე კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმება, უბრალოდ თებერვლის ბოლოდან, როგორც კი საპროცესო გარიგება გაფორმდება, მივცემთ სტარტს ამ ყველაფერს", - განაცხადა რჩეულიშვილმა.