მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაცია? - განმარტება

633d9266ddd6b
ანუკა ჯოხაძე
06.10.22 10:03
1275

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე კომპანიასთან ხელშეკრულება მაისში გაფორმდა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაუწყია.

მისივე თქმით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას შპს "მამისონი" განახორციელებს, რომელიც მეტრო "გოცირიძეზე" გაწეული სამუშაოებისთვის თბილისის მერიამ დააჯარიმა.

“ვარკეთილის" მეტროსადგურს რაც შეეხება, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავდეთ ხელშეკრულება ამ მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე. ტენდერში წარმოდგენილი დოკუმენტაციით გაიმარჯვა ისევ კომპანია "მამისონმა". სამწუხაროდ, ამ დრომდე სამუშაოები დაწყებული არ არის”, - აცხადებს გიორგი შარკოვი.

კითხვაზე, რატომ არ მოხვდა კომპანია “მამისონი” "შავ სიაში", მაშინ როცა მან სამუშაოები ვერ შეასრულა გოცირიძის პროექტთან მიმართებით, შარკოვი არ გვაპასუხობს, თუმცა ამბობს, რომ კომპანია თუ დროულად არ დაიწყებს სამუშაობს, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

“თუ ჩვენ ისეთ მიჯნაზე მივალთ, რომ ამ კომპანიას არ შეუძლია შეასრულოს ეს კონტრაქტი, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ სათანადო ღონისძიებებს”, - ამბობს გიორგი შარკოვი.

საქმე ის არის, რომ მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაციაზე 7 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.