მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება სავალდებულო ვაქცინაციაზე მსჯელობა? - პაატა იმნაძის პასუხი

616ebb3769022
ინგა მურუსიძე
19.10.21 17:04
702
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მისი პირადი მოსაზრებით, ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო უნდა გახდეს, თუმცა ამაზე მსჯელობა, სავარაუდოდ, მაშინ დაიწყება, როცა ვაქცინირებულთა მაჩვენებელი სამიზნე ჯგუფის მესამედს კარგად გადასცდება.

საქმე ის არის, რომ უწყებათშორისი საბჭო წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას გეგმავს, თუმცა ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31,8%.

„ჩემი პირადი მოსაზრება დიდი ხანია ნათქვამი მაქვს, რომ მომხრე ვარ, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის ვაქცინაცია იყოს სავალდებულო, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან ასე იქცევა ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი, აშშ-ის შტატები და კიდევ ბევრი ქვეყანა, სადაც გარკვეული კატეგორიის ადამიანებს სავალდებულოდ ცრიან.

ასევე მომხრე ვარ, რომ გარკვეულ ადგილებში, არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე წვდომა შეზღუდული იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან აცრილები. აქ საუბარია არა იმაზე, ვინ იცრება და ვინ - არა, არამედ იმაზე, ვინ არის საფრთხე საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის, ხოლო ადამიანს, რომელიც თავისი თავისთვის და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, უნდა ჰქონდეს შეზღუდვა, მაგალითად, გასართობ ღონისძიებაზე.

სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი საბჭოს დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, მაგრამ აქ საჭიროა, რომ ვაქცინირებულების მაჩვენებელი კარგად გადასცდეს მესამედს, რომ მერე ვისმჯელოთ მსგავს ღონისძიებებზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.