მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაიწყება სწავლა რეალურ სივრცეში - პაატა იმნაძის პასუხი

614aee40c31a1
თათია ჩაფიჩაძე
22.09.21 12:47
2737
"მიმდინარე სასწავლო წელი, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს" - NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ვარაუდობს, რომ მაჩვენებლები ოქტომბრის დასაწყისში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

"გეთანხმებით - რისკი იმის, რომ ვირუსი სკოლის გარეშეც გადასდონ ერთმანეთს, არსებობს, თუმცა რისკები განსხვავებულია როცა ბავშვი ეზოში, ღია სივრცეში თამაშობს და როცა ბევრ თანაკლასელს ხვდება ერთ ოთახში.

იმედი გვაქვს, რომ ავადობა იკლებს ქვეყანაში იმ დროისთვის, რაც გათვლილი გვქონდა და ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც მაჩვენებლები მინიმუმადე ჩამოვა, სასკოლო განათლების სასკოლო სივრცეში აღდგენა შესაძლებელი გახდება“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

არსებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში 4 ოქტომბერს დაიწყება.