ამერიკული SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის კომპანია Starlink-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებას გეგმავს. კომპანიასთან მოლაპარაკებების შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კომპანია საკუთარი სერვისის ძირითად ბაზრად მიიჩნევს საქართველოს იმ ტერიტორიებს, რომლებზეც ამჟამად ფართოზოლოვანი ინტერნეტის დაფარვა არაა.
ეკატერინე იმედაძის თქმითვე, Starlink-ის წარმომადგენელთა თქმით, მათ იციან, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასები შეიძლება არ იყოს ყველაზე კონკურენტუნარიანი, თუმცა ამ მხრივ კომპანია გარკვეული სუბსიდირების შეთავაზებასაც არ გამორიცხავს.
"საქართველოსთან კონტაქტზე გამოვიდნენ, დაახლოებით, ერთი წლის წინ და მას შემდეგ გვქონდა მუდმივი დისტანციური კომუნიკაცია მათ წარმომადგენლებთან. აინტერესებდათ სამართლებრივი გარემო, როგორ აიღონ ლიცენზია და ასე შემდეგ. ამას გარდა, GSMI ფორუმის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა მათივე დაინიცირებულ ფორმატში ბარსელონაში, მათ დაინახეს, რომ უკვე ახლო იყო ეს პროცესი იმასთან, რომ ავტორიზაციის გავლა შეძლებოდათ.
მათ თქვეს, რომ დაიწყებენ ოპერირებას ყველა იმ წერტილში, სადაც დაფარვის პრობლემაა, დავფარავთ ყველაზე მაღალ სოფელს, სადაც იგივე ინტერნეტიზაციის პროექტით არაა დაფარვა. ასევე ფასის ხელმისაწვდომობაზეც მათ ესმით, რომ იგივე რეგიონებში შესაძლოა არ იყოს ეს ყველაზე კონკურენტული ფასი, რაც მათ ექნებათ. თუმცა, მათ თქვეს, რომ აქვთ პროექტები, როდესაც შედიან გარკვეულ სუბსიდირებაში ან დაფინანსებაში ამ სერვისების. რაც მთავარია, მათ თქვეს, რომ საქართველოში შემოსვლა იქნება ნიშანი სხვა ციფრული ოპერატორებისთვის, რომ აქ კარგია ბიზნესის კეთება,” - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ამჟამად მსოფლიოს 36 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. 2022 წლის მაისის მდგომარეობით, კომპანია ინტერნეტის მიწოდებას 2,200-ზე მეტი მინი-თანამგზავრით ახდენს.
სატელიტური ინტერნეტის მიღება სპეციალური აპარატის მეშვეობით ხდება. აშშ-ის ბაზარზე ამ სერვისის ღირებულება თვეში 110 დოლარია, რასაც თან ერთვის მიმღები ანტენის ერთჯერადი გასადახადი 599 დოლარის ოდენობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე