მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია? - მერიის პასუხი მოქალაქეებს

5ee0966e55327
ინგა მურუსიძე
10.06.20 12:13
1797
ივნისის ბოლომდე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებული იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა. ბენდელიანი გამოეხმაურა ვაკის მცხოვრებთა უკმაყოფილებას იმის შესახებ, რომ ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ამა თუ იმ ქუჩაზე მოხვედრას ვერ ახერხებენ.

„როგორც იცით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. ვართ ბოლო მონაკვეთზე გადასული და სამუშაოები ატიურად მიმდინარეობს, მომდევნო კვირის ბოლოსთვის საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება. რაც შეეხება ტროტუარებს, ივნისის ბოლოსთვის უკვე ისინიც დასრულდება. შუქნიშნების დასამონტაჟებლად პარალელურად იდგმება დგარები და შუქნიშნებიც დამონტაჟდება, შესაბამისად, ივნისის ბოლომდე. საბოლოოდ, ვადა არ გადაიწევს და ივნისის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებული იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.