მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დასრულდება კომუნალური გადასახადების სუბსიდირება? - ენერგოომბუდსმენი

602284721a51b
ლიკა გურაბანიძე
10.02.21 10:15
1795

"ყველა კომპანიას აღრიცხვიანობის ციკლები შიდა მენეჯმენტის მიხედვით აქვს დალაგებული, სუბსიდირება თებერვალში დასრულდება, თუმცა სხვადასხვა რიცხვში”, - ასე უპასუხა ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა “საქმიან დილაში” დასმულ კითხვას როდის დასრულდება კომუნალური გადასახადების სახელმწიფო სუბსიდირება.

“კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პირველი ეტაპი 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, ხოლო მეორე ეტაპი ნოემბერში დაიწყო და მთავრობის დადგენილებით ის 4 თვით განისაზღვრა.

ყველა კომპანიას აღრიცხვიანობის ციკლები შიდა მენეჯმენტის მიხედვით აქვს დალაგებული. მაგალითად, ენერგო “პრო ჯორჯია” და “სოკარი”, რომლებიც რეგიონში ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილი გამანაწილებლები არიან, აღრიცხვიანობა თვის განმავლობაში 1-დან 30 რიცხვის პერიოდში აქვთ, შესაბამისად, აქ გაუგებრობა უფრო ნაკლები იქნება ვიდრე - დედაქალაქში.

მაგალითად, შესაძლოა გაუგებრობა იყოს “თელასის” და “თბილისი ენერჯის” აბონენტებისთვის, სადაც აღრიცხვიანობა ბლოკებად არის დაყოფილი და ის სხვადასხვა დროს ხდება. კომუნალური გადასახადების სუბსიდირების 4 თვე მიმდინარე თვეში დასრულდება, თუმცა - სხვადასხვა რიცხვში", - განმარტა ვარდიაშვილმა.