05.მაისი .2020 16:52

როდის დასრულდება პანდემია? - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

views 357
უკან

"პანდემიის დასრულებისთვის არაერთ მოლოდინს განვიხილავთ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის ქცევაზე",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მომდევნო წლებში აღნიშნულ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება.

„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის დადგება საქართველოში პანდემიის დასასრული. უნდა გავითვალისწინოთ და მკაცრად დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელიც გაცემულია უკვე რამდენიმე თვეა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ შემდეგ წლებშიც მოგვიწევს პანდემიასთან ერთად ცხoვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცირება, ყველას მოგვიწევს ვიაროთ ნიღბებით და დავიცვათ ის წესები, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის შესრულება მოგვცემს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა მართონ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა