მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის დაუბრუნდებათ გაუქმებული ავიაბილეთების საფასური მგზავრებს? - განმარტება

5eb009cbb9bf5
ნინი ლონგურაშვილი
04.05.20 16:23
1191
“მგზავრს ექნება უფლება, მოითხოვოს მგზავრობის თარიღის შეცვლა თავისი სურვილის მიხედვით, ან მოსთხოვოს ავიაკომპანიას გამოუყენებელი ბილეთის ფასის ანაზღაურება საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების განახლებიდან 2 თვის შემდეგ”,- ამის შესახებ “საქმიანი დილის” რუბრიკაში #საუბრებიავიაციაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩილაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ამ რეგულაციაზე, არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა მუშაობს.

"ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ დავალება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციისგან, რომ განგვეხილა ეს საკითხი. მოგეხსენებათ, საავიაციო სექტორი უმძიმესი დარტყმის წინაშე აღმოჩნდა, ბევრი ავიაკომპანია გაკოტრების წინაშე დადგა და ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მათი ნაკისრი ვალდებულებები მგზავრების წინაშე.

მაგალითად, თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით გაუქმებულ ფრენაზე ავიაკომპანია ვალდებული იყო მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა თარიღის შეცვლა ან ავიაბილეთის ფასის ანაზღაურება და პლიუს ამას დამატებით გადაეხადა კომპენსაცია, ცვლილებების შემდეგ ავიაკომპანიას კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეხსნება. უბრალოდ მათ შეეძლებათ მხოლოდ ავიაბილეთის საფასურის უკან დაბრუნება”,-ამბობს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.