მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ექნება ქვეყანას ლიზინგის სტრატეგია? - გიორგი ჩერქეზიშვილი

5fddbc8a2436b
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 14:00
1255

“ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ლიზინგის მიმართულება გახლავთ. თავის დროზე ფინანსთა სამინისტროს და EBRD-ის აქტიური ჩართულობით საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება დაწყებული იყო", - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ჩერქეზიშვილმა განმარტა, პროექტი მალე აქტიურ ფაზაში შევა.

“ტექნიკური დახმარება მოხდება და ქვეყანას ლიზინგის სტრატეგია ექნება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელშიც ინვესტორთა საბჭო ჩართული იყო და ესეც 2020 დასრულებული პროექტია, ეს არის გადახდისუუნარობის რეფორმა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მიღება.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩამოყალიბებულ ჯგუფში ინვესტორთა საბჭოს წევრები და მისი იურიდიული მიმართულება დოკუმენტურად მომზადებაში და შესაბამისად, განხილვებშიც აქტიურად იყვნენ ჩართული.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო მიმდინარე წლის სექტემბერში, ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაში ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს", - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.