აგვისტოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებით კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში საწვავის ბაზრის მოკვლევა დაიწყო, რომლის შედეგები საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობია.
BMG DRIVE-ის ეთერში სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ კანონით 18-თვიანი პერიოდია განსაზღვრული, თუმცა, სავარაუდოდ, კონკურენციის სააგენტო პირველად შედეგებს მოკვლევის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვეში გაავრცელებს, რაც იანვარი-თებერვლის პერიოდს გულისხმობს.
„სტანდარტულად მოკვლევის დაწყებიდან 18 თვე გვაქვს მის დასასრულებლად. ეს მოკვლევა დავიწყეთ აგვისტოში, თუმცა პირველადი ინფორმაცია კომპანიებისგან უკვე მიღებული გვაქვს, ამჟამად მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება და დაზუსტება. ვვარაუდობთ, რომ მოკვლევის დაწყებიდან ექვს თვეში [თებერვალში] პირველადი შედეგები შეიძლება მზად გვქონდეს.
ერთი გასათვალისწინებელი რამ, რაც მინდა რომ საზოგადოებამ იცოდეს, არის ის, რომ ამ მოკვლევაში მთავარი არ არის დარღვევა იქნება თუ არ იქნება. მთავარია დავდოთ რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის გამჭვირვალობის და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ჩვენი მიზანი არ არის დღეს ვინმე დავაჯარიმოთ და ხვალ ისევ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. გვინდა, რომ ბაზრის მოწყობაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, თუკი დავინახავთ რომ აქ რაიმე სახის პრობლემაა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი