06.აპრილი .2020 13:56

როდის გადავიდა მთავრობა აგრესიულ ტესტირებაზე? - ჯანდაცვის მინისტრი

views 332
უკან

აგრესიული ტესტირება ჩვენთვის არის პრიორიტეტი, მაგრამ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

"აგრესიული ტესტირების შედეგად, რადიკალურ ზრდას ჩვენ არ ველოდებით, თუმცა ის კომპონენტი, როცა ჩვენ შევცვალეთ ალგორითმი და ვიკვლევთ მიზნობრივ ჯგუფებს, როგორიც არის მედპერსონალი, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენ დავიწყეთ აგრესიული ტესტირება მიზნობრივ ჯგუფებზე. ის გაფართოვდება კლასტერების დეტალური ამოცნობისთვის და დეტალური კვლევისთვის.

პანდემიასთან ბრძოლას გააჩნია გარკვეული გრადაცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ, ყოველ ნაბიჯზე იცვლება ალგორითმები და პრიორიტეტები. აგრესიული ტესტირება ჩვენთვის არის პრიორიტეტი, მაგრამ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე, თუ სად და როდის უნდა გამოვიყენოთ, რომ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი. ვადასტურებთ, რომ ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის, სამინისტროსთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცანეტრისთვის ეს არის პრიორიტეტი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მოსალოდნელი ზრდა, ეს დაიწყება იმ ალგორითმის შეცვლით, რომელიც გვაქვს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი", - განაცხადა ტიკარაძემ. 

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 188, გამოჯანმრთელების - 36 და გარდაცვალების 2 შემთხვევა არის დადასტურებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა