მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გადაწყდება სასტუმრო ბუდაპეშტის ბედი? - მერის მოადგილის განმარტება

5f525d3fbbd30
ელენე გოგბერაშვილი
04.09.20 19:46
1016
ვაკის პარკის ტერიტორიაზე ყოფილი სასტუმრო ბუდაპეშტის ანალოგის მშენებლობა აღარ განხორციელდება- თბილისის მერიის მტკიცე პოზიციაა, რომ ინვესტორი კომპანია „ტიფლის დეველოპმენტი“ პარკის ტერიტორიაზე მშენებლობას ვერ დაიწყებს. როგორც მერის მოადგილე, მაია ბითაძე ამბობს, კომპანიას მერიამ რამდენიმე ალტერნატიული ფართი და ობიექტი შესთავაზა, თუმცა შეთანხმებას ინვესტორთან წელიწადნახევრის შემდეგაც ვერ მიაღწიეს. ბითაძე ფიქრობს, რომ სასტუმრო ბუდაპეშტის საკითხი ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულებამდე, ანუ 2021 წლის ბოლომდე უნდა გადაწყდეს.

„ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ იგეგმება, ეს არის ძალიან მტკიცე პოზიცია. ჩვენ მიწის მესაკუთრესთან გვაქვს კომუნიკაცია უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში და კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ მიერ შეფასებულ მიწის ნაკვეთთან მიმართებით თუ რა იქნება რელევანტურად ჩათვლილი კანონმდებლობის შეფასების მიხედვით, რომ განხორციელდეს ადგილმონაცვლეობა. არაერთი ტერიტორია და ობიექტი იქნა შეთავაზებული, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა. ეს რთული, მაგრამ ცოცხალი და ნორმანული პროცესია და ვფიქრობ, პარკის რეაბილიტაციის დასრულებამდე ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე არანაირი მშენებლობა არ განხორციელდება“- აცხადებს მაია ბითაძე.

წლის დასაწყისში bm.ge-თან სასტუმრო ბუდაპეშტის ინვესტორი კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ დირექტორი გიორგი ზაქაიძე აცხადებდა, რომ ერთი წლის განმავლობაში მერიისგან ჰქონდათ შეთავაზება ონკოლოგიურის ტერიტორიაზე მიწის გადმოცემაზე, ასევე საუბარი იყო დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, თუმცა შეთანხმება დღემდე ვერ შედგა.