15.მარტი .2021 15:18

როდის გაიხსნება კინო-თეატრები? - ბექა ფერაძის პასუხი

როდის გაიხსნება კინო-თეატრები? - ბექა ფერაძის პასუხი
views 1331
უკან

მიმდინარე კვირაში კინო-თეატრების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შეხვედრა უკვე დაგეგმილია.

"მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა კინო-თეატრების მენეჯმენტთან. სექტორს ამ კვირაში შევხვდებით, წესები განსაზღვრულია და კიდევ ერთხელ შევაფასებთ, რამდენად არიან მზად დაიცვან რეკომენდაციები და ამის შემდეგ უწყებათშორისი საბჭო იმსჯელებს კინო-თეატრების გახსნაზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა