მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება „მოზაიკო“ ამბასადორი თბილისში?

647ee725bf48f
BM.GE
06.06.23 12:40
1690
სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“ მარტში მომხდარი ხანძრის მიუხედავად მუშაობას და სტუმრების მიღებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაგეგმილია სასტუმროს ძველი ფლიგელის მეოთხე სართულზე ხანძრის შედეგად დამწვარი რესტორნის „მოზაიკოს“ გახსნაც.

ამ ეტაპისთვის, თითქმის დასრულებულია ფლიგელის დამწვარი ნაწილის დემონტაჟი, რასაც შესაბამისი პროცედურების დაცვით შენობის აღდგენითი და შემდეგ შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მოჰყვება.  



რესტორანი, რომელიც „ამბასადორი თბილისის“ მეოთხე სართულზე გაიხსნება, სტუმრებს განახლებული, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინითა და ევროპული და ქართული კერძების ფიუჟენით უმასპინძლებს.

პროექტის მიხედვით „მოზაიკოს“ ექნება ღია, საზაფხულო ტერასაც.

რესტორნის ხელახალი გახსნის შემდეგ თავის ტრადიციულ ადგილს თბილისში საუკეთესო სუშის სახელით ცნობილი „მოზაიკოს“ სუშიც დაუბრუნდება. მანამდე კი მისი დაგემოვნება „ამბასადორი თბილისის“ პირველ სართულზე მდებარე რესტორანში A.T Kitchen არის შესაძლებელი.

"მოზაიკოს" აღდგენითი სამუშაოების პარალელურად, დამატებით მოხდება სასტუმროს ძველი ფლიგელის ათი (რიცხვი პირობითია, რამდენი ნომერიც იქნება) ნომრის სრული განახლება, რემონტი და აღჭურვა.



(რ)