მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება სახმელეთო საზღვრები? - ეკონომიკის მინისტრის პასუხი

609cff76211a2
ინგა მურუსიძე
13.05.21 17:38
1548
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, სახმელეთო საზღვრები უნდა გაიხსნას და ის ვადებში მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვეს.

საქმე ისაა, რომ ამ დრომდე საქართველო უცხოელ ვიზიტორებს მხოლოდ საჰაერო გზით იღებს; სახმელეთო საზღვრები კი დაკეტილი რჩება. როგორც მინისტრმა შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, სახმელეთო გზის გახსნა, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა.

"სახმელეთო საზღვრების უსაფრხთო გახსნა ტურიზმისთვის  ერთ-ერთი სტიმულია, რადგან ისტორიულად, ჩვენი ტურიზმისთვის მეზობელი სახელმწიფოებიდან შემოსული ვიზიტორები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები იყვნენ. რა თქმა უნდა, ევროპელი ტურისტები ძალიან აქტიურად გამოჩნდნენ; გვყავს სპარსეთის ყურიდან, ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორებიც, მაგრამ ყოველთვის სამეზობლო  ტურისტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომგზავნი იყო. სახმელეთო საზღვრები აუცილებლად უნდა გაიხსნას, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.