მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება სპორტული დარბაზები? - ბექა ფერაძე

5ede093a365a7
ინგა მურუსიძე
08.06.20 13:57
3892
სპორტული დარბაზების გახსნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არიან ისინი მზად ადაპტირდნენ მოთხოვნებთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„მიმდინარე კვირაში ბიზნესომბუდსმენთან ერთად გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა სპორტ-დარბაზებთან. მოვისმენთ თუ რამდენად აქვთ მზაობა ადაპტირდნენ იმ მოთხოვნებთან, რომელიც ჩვენ მიერ განისაზღვრება. გახსნის პროცესი იქნება დამოკიდებული ამაზე. ასევე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეპიდსიტუაციამ უნდა მოგვცეს ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

რატომ არ იხსნება ჯერ ღია საცურაო აუზები - პაატა იმნაძის პასუხი