მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები?

5ee5b5649a4a7
BM.GE
14.06.20 16:23
6719
ჩვენ შეგვიძლია ერთ დღეში მივიღოთ გადაწყვეტილება და ნება დავრთოთ ყველა ეკონომიკურ აქტივობას, მაგრამ ამას შეიძლება მოყვეს უფრო დიდი შეზღუდვების დაწესება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაში ვართ და რამდენიმე სექტორია დარჩენილი. აკრძალულია კულტურული, სარიტუალო მომსახურეობები, ატრაქციონები, ე.წ. საბავშვო გასართობი ცენტრების ფუნქციონირება, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები, რა მიმართულებითაც ახლა მიმდინარეობს რეკომენდაციების შემუშავება“, - განაცხადა ფერაძემ.

რაც შეეხება სპორტულ დარბაზებს და საცურაო აუზებს, ფერაძე განმარტავს:

„ამ საკითხის მიმართ ვნებათაღელვაა, მაგრამ მინდა მივმართო ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს!  რისკი მაღლია და სიფრთხილით ვეკიდებით საკითხს. ჩვენ შეგვიძლია ერთ დღეში მივიღოთ გადაწყვეტილება და ნება დავრთოთ ყველა ეკონომიკურ აქტივობას, მაგრამ ამას შეიძლება მოყვეს უფრო დიდი შეზღუდვების დაწესება. ვგულისხმობ აუზებს და ფიტნეს ცენტრებს.

არის გეგმა გრაფიკები, რომლებიც ეფუძნება რისკების შეფასებას, სად შეიძლება იყოს დიდი რისკი და ა.შ. ყველა დამეთანხმება, რომ სპორტულ დარბაზში რთულია პირბადის გამოყენება, დისტანციის დაცვა. ჩვენ ეპიდემილოგიურ სიტუაციას ვაკვირდებით და უახლოეს პერიოდში იქნება გაიდლაინები. ვფიქრობთ, დავაზუსტოთ ვენტილაციის სისტემების საკითხი, ვფიქრობთ ფილტრაციის სისტემებზე, რომელსაც დავაზუსტებთ და აისახება რეკომენდაციებში. ეს ყველაფერი იქნება გარანტი იმისა, რომ ვირუსის გავრცელება შეფერხდეს“-განმარტა ფერაძემ.