მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიხსნება ზამთრის ტურისტული სეზონი - მთის კურორტების განვითარების კომპანიის განმარტება

5df1e4edce469
ინგა მურუსიძე
12.12.19 11:25
1591
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურში სეზონის მასშტაბური გახსნა იგეგმება. როგორც კომპანიაში bm.ge-ის განუცხადეს, სეზონის გახსნის კონკრეტული თარიღის თქმა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, რადგან ეს თარიღი „თოვლის მოსვლასთან არის დაკავშირებული“.

ამასთან, bm.ge დაინტერესდა, თუ რა დავალება მისცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს და უწყების სხვა წარმომადგენლებს შეხვედრაზე, რომელიც ორი დღის წინ პრემიერთან გაიმართა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პრემიერისგან მიიღეს დავალება, რომ ყველა უწყებამ კოორდინირებულად იმუშაოს.

„რაც შეეხება სიახლეებს, ბაკურიანში მიმდინარეობს ახალი საბაგიროების მშენებლობა, რიგების განტვირთვისთვის დაემატა გონდოლები; გუდაურის ისტორიაში პირველად ხორციელდება ზვავსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი; ყველა ის რგოლი, რომელიც კურორტს ემსახურება: სამაშველო სამსახური, საბაგიროს თანამშრონლები, სატკეპნი ტექნიკის მემანქანე ოპერატორები თუ სხვები კვალიფიციურად არიან გადამზადებულნი. უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გვაქვს დაცული“, - აცხადებენ კომპანიაში.