მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიყიდება და რა ეღირება საქართველოში ახალი iPhone 11-ის მოდელები

5d8399b18d252
ლევან თაღიაშვილი
19.09.19 19:40
1924
საქართველოში ახალი iPhone-ის გაყიდვები ოფიციალურად 27 სექტემბერს დაიწყება. Apple-ის პრემიუმ რისელერში, iSpace-ში მისი შეკვეთა 20 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება. iPhone 11-ის ფასი 2889 ლარი იქნება, iPhone 11 Pro-ს შეძენას 4099 ლარად შეძლებთ, iPhone 11 Pro Max-ის ღირებულება კი 4499 იქნება.

შეგახსენებთ, რომ iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს 3 კამერა ექნება, რომელიც დიზაინზეც აისახა და ის წინა მოდელებისგან განსხვავებულად გამოიყურება.

სამივე მათგანი ახალი A13 Bionic-ის პროცესორითაა აღჭურვილი და როგორც Apple-ის პრეზენტაციაზე ითქვა, ისინი ყველაზე ძლიერი სმარტფონები იქნება ბაზარზე.

ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რასაც პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა, კამერა და მისი ახალი შესაძლებლობებია. Ultra-Wide-Angle კამერით შეძლებთ გადაიღოთ მაღალი რეზოლუციის ფოტო და გაცილებით მეტი ობიექტი აღბეჭდოთ თქვენს სმარტფონში.

როგორც კომპანია ამბობს, გაუმჯობესებულია ასევე ვიდეოს გადაღების ფუნქცია და მას 4K მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, გაუმჯობესებულია ელემენტიც, Pro-ს შემთხვევაში 4 საათით უფრო დიდ ხანს ძლებს, Pro Max-ის შემთხვევაში კი - 5 საათით.