მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიყოფა განათლების და კულტურის სამინისტროები?

60325ef07b8fd
ინგა მურუსიძე
21.02.21 17:22
1142
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის უწყება ცალკე, მარტის შუა რიცხვებში გამოეყოფა. როგორც პარლამენტში, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, პლენარულ სესიაზე კანონს მესამე მოსმენით სავარაუდოდ 15 მარტს მიიღებენ.

„რაც შეეხება სამინისტროების გაყოფის გრაფიკს, 15 მარტის კვირაში იქნება სავარაუდოდ მესამე მოსმენით პლენარულ სესიაზე კანონი საბოლოოდ მიღებული და ეს არის მომენტი, როცა მოხდება სამინისტროების გაყოფა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა 2020 წლის ბოლოს გააჟღერა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ პროცესი სავარაუდოდ, თებერვალში დასრულდებოდა. კულტურის სამინისტრო განათლების სამინისტროს მამუკა ბახტაძის პრემიერმინისტრობის დროს შეუერთდა.