მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გაიზრდება ქართული სადაზღვევო სექტორი "ნახტომისებურად"?

5dff0ee6c2a94
ნუცა ბაზლიძე
22.12.19 12:27
1248
„არსებობს არაერთი მაგალითი ევროპის ქვეყნების შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც, დაზღვევის ნახტომისებური განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული სავალდებულო სახეობებთან. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა საცალო სეგმენტში დაზღვევაზე ცოდნის საკითხი გაუმჯობესდეს. კორპორატიულ სეგმენტში ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც შეეხება საცალო დაზღვევას, რეალურად ის დგას სესხთან დაკავშირებულ პროდუქტებთან, განსაკუთრებით სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის შემთხვევაში“, - აღნიშნავს „ალდაგის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სადაზღვევო ინდუსტრიის თემატიკაზე საუბრისას.

ამასთან, გადაცემაში სტუმრობისას, ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოეთში რეგისტრირებულ ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა დღეს ძალაშია, რაც სახელმწიფოსგან წინგადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება ადგილობრივ მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობას, ამაზე კონსულტაციებია დაწყებული.

„ამ საკითხზე კანონპროექტი შეტანილია პარლამენტში, ჩვენ ეს დავამუშავეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ განხილვები 2020 წელს აქტიურ ფაზაში გადავა და 2021 წელს პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს“, - დასძენს გიორგი ბარათაშვილი.