05.დეკემბერი .2019 19:42

როდის გამართავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ტარიფებზე სამუშაო შეხვედრას

views 388
უკან

ჯანდაცვის სამინისტრო მთავრობის 520-ე დადგენილებაში შესაძლო ცვლილებებისთვის ემზადება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე უწყება კარდიოქირურგიული მიმართულებით სამედიცინო დაწესებულებებიდან სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციას აგროვებს. გაბუნიას კომენტარი თავად სამინისტრომ გაავრცელა.

"რაც შეეხება კონკრეტულად კარდიოქირურგიასთან მიმართებაში ტარიფების დადგენის პროცესს, როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით ვიმუშავეთ კლინიკებთან. გასულ კვირას რამდენიმე შეხვედრა იყო, ამ კვირის მანძილზე უკვე ვიღებთ დაზუსტებულ ინფორმაციას სხვადასხვა სახარჯი მასალის, სამედიცინო დანიშნულების საგნების თაობაზე დაზუსტებული ფასებით, მათი შესყიდვების გამოცდილებიდან გამომდინარე. ეს მონაცემები დამუშავების პროცესშია.

როგორც კი დასრულდება მონაცემების შეგროვება, ჩვენ ჩავნიშნავთ სამუშაო შეხვედრას იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ, არის თუ არა რაიმე გადაცდომა, ან კორექტორებას საჭიროებს თუ არა რომელიმე ნაწილი და ამის მიხედვით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯგუფის ჩართულობით, როგორც ამაზე შეთანხმება უკვე იყო", - განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა