მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის ამოქმედებიდან დღემდე კონკურენციის სააგენტოში 90-მდე განაცხადი შევიდა. მათგან ყველაზე გახმაურებული კომპანია Usa2georgia-ს წინააღმდეგ წარმოებული საქმეა, რომელთან დაკავშირებითაც კონკურენციის სააგენტოს 15-მა ადამიანმა მიმართა.
სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება თვის ბოლოს გამოცხადდება და თუკი დადასტურდება, რომ ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის მეთოდის ცვლილებაზე მომხმარებელთა დროული ინფორმირება არ მოხდა, კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და ხარვეზი გამოასწოროს. ლექვინაძის თქმით, დარღვეული უფლებების აღდგენა გულისხმობს მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირებაში ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
„სამი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება დადგეს. პირველი - დაუდგინდეს კომპანიას მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დროული არაინფორმირებულობის გამო. ასეთ შემთხვევაში, კომპანიას ხარვეზის გამოსწორებისა და დარღვეული უფლებების აღდგენისთვის გონივრული ვადა მიეცემა. თუ ეს გონივრულ ვადაში არ მოხერხდა, გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქციები, რომლის ოდენობა იქნება კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%.
მეორე - შესაძლოა, კომპანიამ ობიექტური გარემოებებით ახსნას ის ცვლილება, რაც მომხმარებლის მიმართ განხორციელდა და გამართლდეს ის. მესამე - საქმის წარმოების პროცესში კომპანიამ შეიძლება თქვას, რომ ის იაზრებს მის მიერ დაშვებულ დარღვევებს და იღებს პირობას, რომ გონივრულ ვადაში აღადგენს მომხმარებლების დარღვეულ უფლებებს. ასეთ შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება და ჩვენ ველოდებით კომპანიის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს“, - თქვა ლექვინაძემ „მთავარის“ პრესკლუბში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი