მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოჩნდება ბაზარზე და ვის დაურიგდება ქართული წარმოების პირბადეები?

5e734929e6c50
ინგა მურუსიძე
19.03.20 14:46
1354
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ფოთში, „აჭარა ჯგუფში“ იმყოფებოდა, სადაც მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დამზადების პროცესს დაესწრო.

„თქვენ უკვე იცით, რომ პირბადეებზე ძალიან მაღალი მოთხოვნა დადგა საქართველოში. კორონავირუსის გამოწვევიდან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ადგილზე, სწრაფად დაგვეორგანიზებინა ქვეყანაში პირბადეების წარმოება. დღეს ვიწყებთ პროგრამას, რომელიც პრემიერის და მთავრობის დავალებით ხორციელდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს სხვადასხვა სამკერვალოში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ისინი დამზადდება სხვადასხვა მასალებისგან, რაც შეთანმხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდისგან დამზადებული პირბადეები, რაც ირეცხება, გამოიყენება მრავალჯერ საყოფაცხოვრებო გამოყენების დროს, ხოლო სამედიცინო მოხმარებისას შეიეკერება ერთჯერადად. სახელმწიფო შექმნის მარაგს, რადგან ნედლეულის მოწოდება არის პრობლემა, თუმცა ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო კონტაქტს, რათა მოხდეს ნედლეულის მოწოდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ამჟამად საკმარისი მარაგია იმისთვის, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და ეს მასალები გადანაწილდება იმ მოხელეთა შორის, რომლებსაც აქვთ ყველაზე მეტი შეხება რისკ-ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ პრიორიტეტი იქნება ბიზნესები, სადაც დასაქმებულ ადამიანებს შეხება აქვთ სხვა ადამიანებთან, ხოლო ამის შემდეგ გავალთ კომერციულ სექტორში.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარაგი გავაკეთოთ. გაყიდვაშიც მალე გამოჩნდება და ვინაიდან ეს არის სახელმწიფო პროგრამა, ფასიც შესაბამისად დარეგულირდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ახალი პირბადეები კერძო სექტორისთვისაც, მათ შორის ჟურნალისტებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

თურნავამ ყველა კომპანიას, რომელიც პირბადეების დამზადების პროცესში ჩაერთო, მადლობა გადაუხადა.