მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოცხადდება საპენსიო გასაცემლებზე ახალი ტენდერი?

61c590869954f
მარიამ ვარადაშვილი
24.12.21 19:07
717
საპენსიო გასაცემლებზე ახალი ტენდერის პირობები იანვარში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ფასთამოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.

ახალი პირობების შემუშავების მიზნით მთავრობამ "საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიაც" შექმნა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობს. BMG-მ კომისიის წევრების ჩაწერა სცადა, თუმცა ნაწილმა კომენტარის გაკეთება ჯერ არ ისურვა, ნაწილმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება კომისიის შემდეგი სხდომა.

პენსიის გაცემის შესახებ ახალი ტენდერის ჩატარების საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტში საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით პარლამენტში დისკუსია გაიმართა, სადაც დასმულ კითხვებს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი პასუხობდა. ამას გარდა, საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა იწურება.

ამ დროისთვის მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების მეშვეობით ახორციელებს. “ლიბერთი” ამ ექსკლუზიურ უფლებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ “ლიბერთი ბანკის” გარდა, ამ ტენდერში სხვა არცერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა. ბოლო რამდენიმე თვეა ბანკის მისამართით როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა მზარდია, რაც ე.წ. “საპენსიო სესხების” საპროცენტო განაკვეთებს უკავშირდება.