მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გასხვისდება სახელმწიფო ელექტროსისტემა? - მინისტრის მოადგილის განმარტება

5d9b5c4550fa9
სალომე მეცხვარიშვილი
08.10.19 10:00
1468
მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ელექტროსისტემა ფინანსურად გაჯანსაღდება შესაძლებელია, საუბარი იყოს აქციების 25%-ის გასხვისებაზე,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანამ სახელმწიფო კომპანიის ფინანსური გაჯანსაღება არ მოხდება, იქამდე პრივატიზაციაზე საუბარი ნაადრევია.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური გაჯანსაღებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორებთან ერთად შემუშავდა სპეციალური პროგრამა - ამოცანა არის სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაცია, ფინანსური გაჯანსაღება, მისი მომზადება საფონდო ბირჟებზე გასვლისთვის და სადღაც 2 წლის შემდეგ შეიძლება შესაძლებლობა ჰქონდეს ამ კომპანიას, რომ ევრობონდების მოზიდვაც მოახერხოს. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, აზიიის განვითარების ბანთან და KFW-სთან”, - განაცხადა თვალაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანია 76 მილიონ ლარიან ზარალზეა, თუმცა, კომპანია გასულ წელს 47-მილიონიან მოგებაზე გავიდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 2008 წლიდან რეაბილიტაციის რეჟიმშია. წესით რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს წელსვე, 4 წლით ადრე მოხდება.