მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გეგმავს მთავრობა შეზღუდვების მოხსნას? - ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

600937b60bf47
ინგა მურუსიძე
21.01.21 12:12
1477
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნაზე და ეკონომიკის გახსნაზე უწყებათშორისი საბჭო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მსჯელობს.

„ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, 1 თებერვლიდან არასასურსათო სავაჭრო ობიექტების გახსნა ნებადართულია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.