მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის იქნება ე.წ შავი პარასკევი წელს?

5dd58ced1c3a4
BM.GE
21.11.19 00:10
66848

ე.წ შავი პარასკევი ახლოვდება. წელს გრანდიოზული ფასდაკლებების დღე 29 ნოემბერი იქნება, თუმცა, ბევრი მაღაზია და ბრენდი ფასდაკლებული პროდუქციის გაყიდვას უფრო ადრეც დაიწყებს. როგორც წესი, ე.წ შავი პარასკევი აქტიურად რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, კერძოდ, პარასკევი, შაბათი და კვირა.

ტრადიციულად, ე.წ შავი პარასკევის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული რაოდენობის პროდუქცია იყიდება. აღნიშნული კვირა მიჩნეულია შოპინგის ყველაზე აქტიურ პერიოდად.

ბევრი მომხმარებელი, სწორედ ამ თარიღს ელოდება, რათა სასურველი ნივთი განსაკუთრებით დაბალ ფასად შეიძინოს. ფასდაკლებებით შოპინგი ეხება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინყიდვასაც. სხვადასხვა კოპანია ე.წ შავ პარასკევს სხვადასხვა დღეს აცხადებს, მაგალითად, „ამაზონზე“ წელს, გრანდიოზული ფასდაკლებები 22 ნოემბერს დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ შავი პარასკევის ტრადიცია აშშ-ში გაჩნდა და როგორც ტერმინი 1966 წლიდან დამკვიდრდა. იგი მადლიერების დღის მეორე დღეა. ამ დღეს ზოგიერთ შტატში დასვენებაც კი ცხადდება.

აქვე გეტყვით, რომ ახალი ამბები საქართველოში შეგიძლიათ იხილოთ BMG-ის ვებსაიტსა და სოციალურ ქსელებში უწყვეტ რეჟიმში.