22.სექტემბერი .2019 14:50

როდის იქნება მზად ქართული ელექტრომობილის პროტოტიპი

views 1401
უკან

„საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების ბრენდ „ორვო“-ს პროტოტიპი 2021 წლისთვის უკვე უნდა არსებობდეს,“ - ამის შესახებ BM.GE-ის სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ განუცხადა.

ციკოლიას განცხადებით, ის ელექტრომობილის დიზაინის შექმნის საკითხებზე აქტიურად მუშაობს.

 „ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ, მისი გამოსვლის სურვილიც დიდია. მენეჯმენტი მომავალში რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ვერ გეტყვით. „ორვოს“ დიზაინი ჯერ შემუშავების ეტაპზეა იმიტომ, რომ ეს პროექტი ჩინელებთან ერთად უნდა შეიქმნას და მარტო ჩვენი მხარე არ მონაწილეობს. მის წარმოებამდე დრო დიდია და ასე მალე ვერ განხორციელდება.

ეს რთული და ხანგრძლივი პროექტია, შესაბამისად, რამდენიმე თვეში ვერ განხორციელდება“, - განაცხადა ციკოლიამ.

ცნობისთვის, „ორვო" ძველ კოლხურად რვას, უსასრულობას ნიშნავს და ამ სახელწოდების ავტორი გიგა ხატიაშვილია. ქართული ელექტრომობილების გამოშვებას ჰოლდინგი „აიგრუპი“ ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაში გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა