მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ისარგებლებს საზოგადოება ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემით? - მაია ბითაძის პასუხი

5e68d68e90bd3
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.20 16:42
821
თბილისის ვიცე-მერმა მაია ბითაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ ფრანგული კომპანია „სისტრას“ სატრანსპორტო კვლევის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სრულ დოკუმენტს უხლოეს მომავალში ჩაიბარებენ.

BM.GE-ის კითხვაზე - როდის მოხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთიან ინტეგრირებულ სისტემაზე გადასვლა, მაია ბითაძე ამბობს, რომ ამ მხრივ დასკვნითი ტექნიკური სამუშაობი ხორციელდება და ყველა საკითხი დაახლოებით, 2 თვეში დასრულდება.

„პრაქტიკულად, დასრულებულია "სისტრას" კვლევა და თითოეული ავტობუსი თავისი მოცულობით და რაოდენობით, რომელიც შესყიდულია და იქნება შესყიდული, "სისტრას" კვლევიდან გამომდინარეობს. ვფიქრობთ, რომ 1-2 თვეში დოკუმენტის საბოლოოდ ჩაბარება მოხდება. ასევე, განსაზღვრულია ის ძირითადი დერეფნები, რომლებიც მცირე თუ დიდ ინფრასტრუქტურულ ჩარევას საჭიროებენ, რათა გამტარუნარიანობა უზრუნველვყოთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკულად ვასრულებთ მუშაობას გადახდის ერთიანი ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე და შესაბამისად, ამ სამუშაობის დასრულების შემდგომ, უახლოეს მომავალში დასრულდება ხელშეკრულება "სისტრასთან". ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების გარკვევა, იმიტომ რომ ეს საკმაოდ კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაობს საჭიროებს, რომ გადახდა შეუფერხებლად განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ და დასძინა, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის ღირებულების ცვლილება არ განიხილება.