მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის იხსნება სილამაზის სალონები მსოფლიოში და რა წესების დაცვა მოუწევთ მათ?

5eb19ac4772e5
მარიამ ადამია
05.05.20 22:00
2397
მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული შეზღუდვები თანდათანობით იხსნება, რადგან ბევრ სახელმწიფოში დღეს უკვე კოვიდ-19 დამარცხებულად არის გამოცხადებული. ჩაკეტილი ქვეყნები გაიხსნება, აკრძალვები გაუქმდება და მსოფლიო ეტაპობრივად დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მედიკოსთა ნაწილის თქმით, ვირუსი არსად გაქრება, შესაბამისად, მსოფლიო საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად მოუწევს ცხოვრება, ამიტომაც, ძველებურად უკვე აღარაფერი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამერიკაში 52 000-ს გასცდა და ვირუსი დამარცხეbული ჯერ ნამდვილად არ არის, ზოგიერთი შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას. კოვიდ 19-ის ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის გამო ჯორჯიის, ოკლაჰომას და ალასკის შტატებმა უკვე დაიწყეს კარანტინის ფარგლებში დაწესებული საიზოლაციო პოლიტიკის შემსუბუქება და გასცეს ნებართვა გაიხსნას სილამაზის სალონები, სპა ცენტრები და სხვადასხვა სახის მაღაზიები. მუშაობის დროს კი, აუცილებელია დამცავი ფარისა და ხელთათმანების გამოყენება. სალონში უნდა იყოს განთავსებული სადეზინფექციო ხსნარები, უნდა მუშაობდეს შეზღუდული პერსონალი და შემცირდეს სკამების რაოდენობაც, იმისათვის, რომ დაწესებულებაში ბევრმა ადამიანმა არ მოიყაროს თავი. ადამიანებს შორის აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, ხოლო სტილისტებს სპეციალური კომბინიზონებით მოუწევთ მუშაობა. როგორც ჯორჯიას შტატში განლაგებული სალონები იუწყებიან გახსნის დღიდან, მათ ყოველდღიურად დაახლოებით 250-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს და ძირითადი მოთხოვნა თმის შეჭრა ან და შეღებვაა.

საკარანტინო ზომების შესუსტების ახალი ეტაპი დაიწყო ლიეტუვაშიც, რომლის ფარგლებში, საჭირო ზომების დაცვით, მუშაობა განაახლეს ქუჩის კაფეებმა, და სილამაზის სალონებმა, აუცილებელი პირობა კი ისაა, რომ სალონში 20 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია მხოლოდ 4 კლიენტის მომსახურება. ასევე, აუცილებელია, რომ წინასწარ მოხდეს ჩაწერა, რათა ბევრმა კლიენტმა ერთად არ მოიყაროს თავი. ხოლო პირბადისა და ხელთათმანის გარეშე დაწესებულებაში არავინ დაიშვება.

რაც შეეხება იტალიას, რომელიც ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობით ეპიცენტრი იყო ევროპაში, უკვე შეზღუდვების მოხსნის გეგმის შესახებ საუბრობს და ქვეყანამ ევროპის ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნა 4 მაისიდან დაიწყო, რომლის თანახმადაც, ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონების გახსნა პირველი ივნისისთვისაა დაგეგმილი.

საკარანტინო ზომებს არბილებს დანია, ნორვეგია, შვეიცარია და ავსტრია, სადაც სალონებმა და საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიებმა 27 აპრილს განაახლეს მუშაობა. რაც შეეხება ნიდერლანდებს, საკარანტინო ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილებას სტატისტიკაზე დაყრდნობით იღებს, რომლის თანახმადაც, სილამაზის სალონების, რესტორნებისა და მაღაზიების გახსნა მაისის ბოლოდან იგეგმება.