მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის მოიხსნება "კომენდანტის საათი"? - ამირან გამყრელიძის პასუხი

604f0017e7865
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 10:43
7468
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ "კომენდანტის საათის" მოხსნის საკითხი მარტის ბოლოს განიხილოს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ყოველი შემსუბუქების შემდეგ, 10 დღე - 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და თუ სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე ამ საკითხსაც განვიხილავთ და დარწმუნებული ვარ, რასაც მეკითხებით ისიც შემსუბუქდება, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე“, - თქვა გამყრელიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - შეიძლება თუ არა ველოდოთ შემსუბუქებას თვის ბოლოს, NCDC-ის ხელმძღვანელმა შემდეგი პასუხი გასცა: „შესაძლოა, ვნახოთ. ამ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მსჯელობის შემდეგ იღებს “.