მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის მოხსნის სებ-ი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვას?

6475f944334e0
ელენე გოგბერაშვილი
30.05.23 23:00
712
ხვალ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის საკითხზეც იმსჯელებს.

სებ-ის გადაწყვეტილება ძალაში გასული წლის 15 აგვისტოდან შევიდა, რაც სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული მაკროპრუდენციული ზომა ერთი წლის ვადით იქნა მიღებული.

როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი bm.ge-სთან აცხადებს, სამომხმარებლო დაკრედიტება ჯერ კიდევ მაღალ ნიშნულზეა, ამიტომ სავარაუდოდ, კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას გაახანგრძლივებს.

“პერიოდულად ვუყურებთ სამომხმარებლო სესხების ტემპს. ხვალ გვაქვს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა და ამ სხდომაზე კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე, თუმცა სამომხმარებლო დაკრედიტების ტემპი კვლავ საკმაოდ მაღალია. მართალია ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა თუ იყო 30%-მდე, ახლა არის 15-20%-ის ფარგლებში, რაც ჩვენი შეფასებით, მაინც მაღალია.

სავარაუდოდ, შერბილების კუთხით გადაწყვეტილება ხვალ მოსალოდნელი არ არის“,-აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.