არავის არაფერი არ აუკრძალია, - ასე აფასებს პრემიერ-მინიტრი გიორგი გახარია მთავრობის მიერ მიტანის და ონლაინ-შოპინგის მიმართულებით შემოღებულ შეზღუდვებს, რომლის თანახმად, ე.წ. მიტანის კომპანიებს მხოლოდ საკვები პროდუქტების მიწოდება არ ეკრძალებათ.
მისი თქმით, ყველა წესის დაცვისა და გათვალისწინების შემდეგ ეს კომპანიები მუშაობის ნებართვების მიღებას შეძლებენ.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დისტანციური მომსახურეობის ზოგიერთი ფორმა მოითხოვს ბექ ოფისში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანების შრომას. ჩვენ ყველა მივესალმებით იმას, რომ დიდი სავაჭრო ქსელები დისტანციურ მუშაობაზე გადალაგდნენ, ყველანაირად ხელს შევუწყობთ ამას სხვადასხვა ფორმით. მათ შორის როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე - გარკვეული შეღავათების დონეზე.
არავის არაფერი არ აუკრძალია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში, ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში და დავინტერესდეთ - რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ და ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ ეს ნებართვა მუშაობის, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს.
ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალური სამუშაო ადგილები შენარჩუნდეს და მაქსიმალურად გადავიდეთ დისტანციური მომსახურების სფეროზე, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ როგორც ბექში, ასევე ყველაზე დიდი შემხებლობა აქვს კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან.
ამიტომ, აქ სახელმწიფოს ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ბიზნესის ელემენტარული პროცესების და პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას უახლოეს კვირებში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას და საერთოდ, აქ ჩვენ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე, ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რო ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით ამ საკითხზე მასაც ბევრმა მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან ნაწილის არგუმენტები მისთვის მისაღებია, ნაწილის კი - გაუგებარი.
"რატომ ვსვამთ ასე საკითხს იყო თუ არა შესაძლებელი დაგვეტოვებინა ონლაინ ბიზნესი? - ეს ყველაფერი შესაძლებელია. აქ არ არის არანაირი წინააღმდეგობა. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა შემთხვევაში როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკაზე მაინც გამოვდივართ COVID-19-დან - ეს არის ჩვენი ბრძოლა რომელშიც ახლა ვართ.
მთავარია სულისკვეთება. ჩვენი ძირითადი პრინციპი გახლავთ მინიმალური ზიანი ეკონომიკას, მაგრამ რამდენჯერმე ვთქვით რომ ეს არის ის შეზღუდვები, რომლებიც არის საჭირო დღეს და არის დროებითი.
მეც ბევრმა ადამიანმა მომმართა ამასთან დაკავშირებით. იყო დასაბუთებული, საკმაოდ სერიოზული არგუმენტები, რომლებსაც მივიღებთ, მაგრამ იყო შემთხვევები - "თუ მინდა ტელეფონის ან „ნაუშნიკის“ ყიდვა"... ახლა როგორ შეიძლება, როდესაც ამხელა გამოწვევაზე ვსაუბრობთ, ვერ მოვითმინოთ 2 კვირის განმავლობაში მუსიკალური "პლეიერის" ყიდვა, ეს უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია", - თქვა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას