მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მე-6 ტალღა დასრულებულია? - ჯანდაცვის ექსპერტის განმარტება

620cbaf2da399
ინგა მურუსიძე
16.02.22 22:00
836
რაღაცით უნდა ვებრძოლოთ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი შეიცვლება, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ განაცხადა.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ როდის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მე-6 ტალღა დასრულებულია, რაზეც დევი ტაბიძემ უპასუხა:

„ამის თქმა შეგვიძლია მაშინ, როცა ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებლები ასცდება 7 000-10 000-ს და გარდაცვალების რაოდენობა ჩამოვა 20-25-ზე, მაშინ ვიტყვით, რომ სიტუაცია სტაბილურია. ამას ველოდებით მარტისთვის. დაიღალა მოსახლეობა ვადების გადაწევით, მაგრამ ჩვენ თავად არ ვუწყობთ ხელს, რომ „ომიკრონი“ თავისი კოვიდიანად გავიდეს ამ დედამიწიდან.

ეს არის არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემა. აცრების რაოდენობა დაბალია, რეგულაციების არშესრულება არის ყველგან და რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი შეიცვლება“, - ამბობს დევი ტაბიძე.

აქვე ჯანდაცვის ექსპერტმა ისაუბრა სასწავლო პროცესზე და განაცხადა, რომ სკოლებში საგაზაფხულო დასვენება დაგეგმილზე ადრე უნდა დაიწყოს, რადგან ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია.