მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შეიძლება შედგეს რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა - პრეზიდენტის ოფისი

6239977ad2046
ვიქტორია მღებრიშვილი
22.03.22 13:35
861
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა მშვიდობის აღდგენისთვის საკვანძო საკითხია; ასეთი შეხვედრა მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს, როცა შესაძლო კომპრომისები იქნება შემუშავებული - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და მოლაპარაკებების დელეგაციის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნებისმიერის პრინციპული გადაწყვეტილება მხოლოდ ორი ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს“, - თქვა პოდოლიაკმა.

პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა თქვა, რომ მისი აზრით, ზელენსკი ერთადერთი ადამიანია დღეს, ვისაც ქვეყნებს შორის არსებული მდგომარეობის ყველა ასპექტი ზუსტად ესმის.

„მშვიდობის დამყარებისთვის ეს შეხვედრა საკვანძო იქნება. მისი ორგანიზება მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან, რომლებსაც ამ შეხვედრის ორგანიზება უნდათ, კომუნიკაცია გვაქვს. ბევრი ქვეყანაა, რომელიც ომის მწვავე ფაზის დასრულებითაა დაინტერესებული. წინასწარი დოკუმენტის მომზადების შემდეგ, ეს დოკუმენტი პრეზიდენტებს გადაეცემათ და ისინი შეაფასებენ მას. ეს იქნება „სამოქმედო გეგმა", რომლის განხილვა პრეზიდენტებს პირისპირ შეეძლებათ. მაშინ ეს შეხვედრა შეიძლება შედგეს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეხვედრის დროის შესახებ წინასწარი პროგნოზების გაკეთებაზე მან უარი თქვა და აღნიშნა, რომ უკრაინამ აჩვენა „თავისი ბრძოლისუნარიანობა და ლოგისტიკური სიმწიფე“ და შეძლო „ომის ინფრასტრუქტურის გამართვა“, - თქვა პოდოლიაკმა.