მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის სრულდება ტექდათვალიერების შეღავათები მძღოლებისთვის – "გრინვეი"

5ef4e74ed0008
თამთა ჯიჯავაძე
25.06.20 23:20
2976
იმ მძღოლებს, რომელთაც ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუვადდათ, ტექდათვალიერების ვადა 21 ივლისს ეწურებათ. ამის შესახებ „გრინვეის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა.

„საკმაოდ ბევრია ისეთი ავტომობილი, რომელთაც ტექინსპექტირების გავლის საბოლოო ვადად უწერია 21 ივლისი, ამიტომ მინდა მივმართო ყველა მათგანს, გამოიჩინონ წინდახედულობა და დროულად მომართონ ჩვენს სერვის-ცენტრებს ტექნიკური ინსპექტირების გავლის მიზნით. ჩვენ მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე გავზარდეთ სამუშაო საათები და ამჟამად ვმუშაობთ დილის 9 საათიდან 19 საათის ჩათვლით“, – განაცხადა ებიტაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ დამტკიცებულ დადგენილებაზეც, რომელიც ტექინსპექტირებასთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს მოიცავს.

„რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გამოვყოფ. ესენია: ავტომობილების საბურავების ე.წ ასაკი. შეზღუდვა დაწესდა და ათ წლამდე ასაკის ავტომობილების საბურავების ექსპლუატაცია დაშვებულია. ხოლო 10 წელზე ზემოთ დაუშვებელია და ასეთი ავტომობილები ხარვეზდება. საბურავების კომპონენტზე დიდწილად დამოკიდებულია გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილება, კონკრეტულად სამუხრუჭე მანძილი და მისი მანევრირება; ეს ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომელიც გააუმჯობესებს გზებზე უსაფრთხო გადაადგილებას.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საქარე მინები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხშირად ხარვეზდება. თუ საქარე მინაზე ავტომობილს გააჩნია არაუმეტეს სამი წერტილოვანი დაზიანება არაუმეტეს 5მმ ზომისა, ამ ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობა მას ეძლევა მომდევნო ტექინსპექტირების ვადის ამოწურვამდე“, – აღნიშნა „გრინვეის“ გენდირექტორმა.