მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის უნდა ველოდოთ საქართველოში ვაქცინის შემოტანას? - პაატა იმნაძის პასუხი

5fbd555033f44
თამთა ჯიჯავაძე
24.11.20 22:45
1653
რეალისტები თუ ვიქნებით, საქართველოში ვაქცინა შეიძლება იყოს მარტი-აპრილის თვეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ში დეკემბრის მეორე ნახევარში სამედიცინო პერსონალის ნაწილის ვაქცინაცია დაიწყება, საქართველოში კი ვაქცინას უკვე გაზაფხულზე უნდა ველოდოთ.

„პირველი შენატანიც გაკეთებული აქვს ქვეყანას, ეს არის 700 000 ადამიანის სამყოფი დოზა“, - აღნიშნა იმნაძემ.

მისივე თქმით, პირველ რიგში აიცრებიან სამედიცინო პერსონალი და სხვა მოწყვლადი ჯგუფები, როგორიცაა ხანშიშესულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.

ცნობისთვის, covid-ვაქცინა, რომელშიც საქართველო $17 მილიონს იხდის, მოქალაქეებისთვის უფასო იქნება.