მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის წარმოადგენს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების მხარდაჭერის პროგრამას - მინისტრის პასუხი

5e79d4ca222c6
ინგა მურუსიძე
24.03.20 13:40
824
ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი არიან ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამუშაოს დაკარგავენ, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

BMG დაინტერესდა, როდის გამოაქვეყნებს მთავრობა უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის შემუშავებულ სპეციალურ გეგმას.

„ჩვენ ვმუშაობთ ზოგადად კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის ღონისძიებებზე. ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი არის ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, სამუშაოს დაკარგავენ. გაუჭირდა ძალიან კერძო სექტორს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საგადასახადო წნეხი მაქსიმალურად გამოვრიცხოთ, მაგრამ იმდენად დიდი გლობალური წნეხია მსოფლიოში, რომ გვეყოლებიან ადამიანები, ვინც კორონავირუსის ზემოქმედების გამო სამუშაოს დაკარგავენ. ეს არის დახმარების ერთ-ერთი მთავარი ობიექტი. კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ უახლოეს დღეებში ალბათ ეს პროგრამა გვექნება. ჩვენი დახმარების და გვერდში დგომის ობიექტი არის ის ბიზნესები, რომლებიც შეინარჩუნებენ ამ დახმარების შედეგად სამუშაო ადგილებს, ხოლო მეორე მიმარულება არის ის ადამიანები, ვინც ყველა მცდელობის მიუხედავად, სამუშაო ადგილს დაკარგავს. ეს ორი მიმართულება იქნება ასახული ჩვენს პროგრამაში, რაც ძალიან მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა თურნავამ.