მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ და რა კითხვები აქვთ ანალიტიკოსებს 3 მლრდ-იან დახმარებასთან დაკავშირებით?

5e9714779549e
ინგა მურუსიძე
15.04.20 23:05
985
ჯამურად 3 მლრდ კარგი რიცხვია, მაგრამ გასარკვევია, კერძო სექტორში, მილიარდნახევარის გამოყენება რა ინსტრუმენტებით ხდება, - ამის შესახებ bm.ge-ს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ განუცხადა.

„შეფასების კუთხით, საწყის პროგნოზებთან შედარებით ჯამურად 3 მლრდ კარგი რიცხვია, მაგრამ გასარკვევია, კერძო სექტორში, მილიარდნახევარის გამოყენება რა ინსტრუმენტებით ხდება, ამ დღეებში გახდება ალბათ ცნობილი დაფინასნების მექანიზმებზე, თუ როგორ მოხდება შემოდინება საქართველოში. მეორე მილიარდნახევარი, რომელიც უშუალოდ სახელმწიფოს გავლით მოხდება ჩვენი დაფინანსება, თუ ეროვნული ბანკის, ესეც ძალიან კარგი ნიშნულია. პროგნოზებთან შედარებით კარგი ნაბიჯებია. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ის, თუ როგორ მოხდება დროში ამ თანხების გამოყოფის გადაწყვეტილება, რა თანხა იქნება კრიზისულ პერიოდში გამოყოფილი და რა პოსტკრიზისულში, ერთიანი პაკეტია, თუ დამატებით უნდა ველოდოთ. ზოგადად, დადებითად შეიძლება მასშტაბის შეფასება, მაგრამ მნიშვნელოვანია რა ღონისძიებებს მოხმარდება“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

მისივე თქმით, განხილვები უკვე იყო სხვადასხვა წრეებში და ალბათ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებამდე.

„კრიზისულ პერიოდში ალბათ ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სოციალური მხარდაჭერისთვის იქნება გამოყენებული. დონორებს ალბათ ჩამოყალიბებული აქვთ, რა იქნება საუკეთესო სისტემა, ალბათ მთავრობასაც ექნება შეხედულებები, კვლევითი ინსტიტუტებიც, მათ შორის ISET გამოაქვეყნებენ ხედვებს. პრემიერმა თქვა, რომ ნაწილი პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებაა, ნაწილი ეროვნული ბანკის მიმართულებით იქნება მიმართული და ალბათ გასაგებია, რა მიმართულებითაც დაიხარჯება თანხები. გარკვეულ მონიტორინგს გაუწევენ საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული თავისუფლება ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს იმ კუთხით, თუ როგორ გადაანაწილებს სოციალურად დაზარალებული მოსახლეობის მიმართულებით თანხებს. მეორე არის ის, თუ როგორ დაიცავს მთავრობა ბალანსს კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში დახმარებას შორის“, - განაცხადა პაპავამ.

რაც შეეხება დახმარებებს თვითდასაქმებულებისთვის, პაპავა ამბობს - „ISET-ის ხედვა არის, რომ პინციპი უნდა იყოს საწყისი პრინციპი უნივერსალურობის და არა მიზნობრიობის, ანუ იდენტიფიცირებაზე ბევრი დრო არ უნდა დაიხარჯოს, თუ ვის უნდა დავახმაროთ და რამდენით“.

„უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, თუ ვინ უნდა ჩავრთოთ სისტემაში, არამედ იმაზე, თუ ვინ უნდა ამოვრთოთ სისტემიდან. აქ ერთ-ერთი შესაძლებლობა ის, რაც საპენსიო რეფორმის დროს მოხდა, შედარებით მეტად გაჭირვებულ მოსახლეობას შევთავაზოთ OPTOUT - ანუ, თუ შემთხვევით ვიღაც მოხვდა, ვისაც დახმარება არ უნდა, შეეძლოს გამოსვლა, ხოლო შედარებით მეტი შემოსავლის შემთხვევაში შევთავაზოთ გარკვეული განცხადება დაწეროს, რომ ჩაერთოს პროგრამაში. ეს არის დაახლოებითი მოდელი, რაც ამერიკამ გამოიყენა“, - აღნიშნა მან.