მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს?

5f61f5c2cfdc4
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.20 15:50
726
თუ გინდათ, გაიგოთ როგორ აფასებენ ინვესტორები სტარტაპებს, შემოუერდით აქ და ახლა სტარტაპერის Facebook და თიბისის Instagram გვერდებს, სადაც 17 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება ინტერვიუ Pegasus Tech Ventures-ის პარტნიორთან ბილ რაიქერთთან. ამის შესახებ BM.GE-ის „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ბილ რაიქერთთან ინტერვიუ Startup World Cup-ის ფარგლებში ჩაიწერა და მას თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ქურდიანი უძღვება.

„ბილ რაიქერთი არის Garage Technology Ventures-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მან მონაწილეობა მიიღო ვენჩურული კაპიტალით დაფინანსებული სტარტაპების განვითარებაში, მათ შორის ისეთების, როგორიც არის Trademark Software, The Learning Company და Academic Systems.

რაიქერთმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, M.B.A. სტენფორდის უნივერსიტეტში მიიღო. ის იყო Churchill Club-ის დამფუძებელი და თავმჯდომარე, ასევე ორგანიზაცია Silicon Valley Association of Startup Entrepreneurs - ის თანადამფუძნებელი“, - აღნიშნავენ ბანკში.