თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია ღამის ეკონომიკის უკვე ყოფილი მენეჯერის სერგი გვარჯალაძის მმართველობის მთავარ მიღწევად, პანდემიის პერიოდში, მერიის მიერ კლუბებისთვის მხარში დგომას მიიჩნევს.
ამის შესახებ ბასილაიამ ჟურნალისტების იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გვარჯალაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს შეეხებოდა. მერის მოადგილე ირწმუნება, რომ ღამის ეკონომიკის მენეჯერმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, ხოლო პროექტი არ გაჩერებულა.
„ახლა პანდემიის პერიოდში ვართ და რეალობა არის შეცვლილი. თავად პროექტის ფუნქციებს შეითავსებს კულტურის სამსახური. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა არის ის, რომ პანდემიის პერიოდში გვერდით ვუდგავართ კლუბებს, ელეტრონული მუსიკის წარმომადგენლებს. ჩვენი დაფინანსების სფეროში შემოვიყვანეთ ისინი. ამ სფეროს მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბასილაიამ.
მისივე ინფორმაციით, ღამის ეკონომიკის სტრატეგია არსებობს და მისი გასაჯაროების პრობლემა არ არის, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი პრიორიტეტული არაა.
„ღამის კლუბების ბრალდებები არ ვიცი, თუმცა პირველად მოხდა, რომ დაფინანსებას იღებენ, როგორც კულტურის სფერო, ბევრი ღონისძიება დავაფინანსეთ უკვე და ასეც გავაგრძელებთ, ვიდრე პანდემია არ დასრულდება, ხოლო შემდეგ დავსხდებით და შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას“, - აღნიშნა ბასილაიამ.
რაც შეეხება პროექტის ახალ მენეჯერს, როგორც კალაძის მოადგილე ამბობს, მოგვიანებით გაკეთდება განცხადება, თუ ვინ იქნება პროექტის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის: სერგი გვარჯალაძე თბილისის ღამის ეკონომიკის პროექტის მენეჯერად 2018 წლის მარტში დაინიშნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. თბილისში მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებმა არაერთხელ გამოთქვეს პრეტენზია, რომ კორონავირუსის პერიოდში ღამის ეკონომიკის მენეჯმენტმა მათ შესაბამისი დახმარება არ გაუწია და ზოგადად, ისინი ძალიან პასიურები იყვნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის