მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ამირან გამყრელიძე covid-ჯარიმების ჩამოწერაზე პრემიერის გადაწყვეტილებას?

60d456a12d7ca
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 14:03
804
„ეს არის კეთილი ნება“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ сovid-ჯარიმების ამნისტიის შესახებ გაჟღერებულ გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ შეზღუდვების გამკაცრებით შორს ვერ წავალთ და მოქალაქეების თვითშეგნება მნიშვნელოვანია.

„საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე იყო განხილული. ეს არის კეთილი ნება, რომ მოქალაქეთა ნაწილს კოვიდ-ჯარიმები გაუუქმდათ. რა თქმა უნდა, აღსრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მარტო მათრახი და შოლტი არაფერს იზამს, მთავარია, ჩვენი თვითშეგნება. პანდემიის დაწყებისას პირბადეებს არ ვხმარობდით, მაგრამ ახლა დავიჯერეთ, რომ პირბადე აუცილებელია. სჯობს, მეტი თვითშეგნება, განათლება, ცოდნა. მარტო ჯარიმებით და გამკაცრებით შორს ვერ წავალთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ: როგორც პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლება, დაახლოებით, 245 ათასი მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს 76 მლნ ლარის გადაუხდელ ჯარიმებს ჩამოაწერს.