მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს დეველოპერული ბიზნესი მერიაში ახალი სსიპ-ის დაარსებას?

5e29c2ba25985
თათია ჩაფიჩაძე
23.01.20 20:42
932
დეველოპერული ბიზნესი მერიაში ახალი სსიპ-ის დაარსებას და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურების მიღებას ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. 

„სიმეტრიას“ გენერალური დირექტორი ტარიელ გაბუნია აცხადებს, რომ დღეისათვის საჭირო დოკუმენტაციის ასაღებად მინიმუმ 6-თვიანი ვადა და 15 სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციაა საჭირო, რაც ბიზნესისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

“ბიუროკრატიულ პრობლემებზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. არ დარჩენილა შეხვედრა და პლატფორმა, სადაც ჩვენი გულისტკივილი არ მიგვიტანია ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი პრაქტიკიდან რომ ავიღოთ, გრგ-ს აღების პროცედურას მინიმუმ 6 თვე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 15 უწყებასთან გვიხდება კომუნიკაცია და მათი დიდი ნაწილი მერიის შიდა სამსახურია.

თუ არ იძლევა ქალაქი კონკრეტულ ლოკაციაზე განვითარების საშუალებას და არ გაქვს ოფიციალური პოზიცია იმ პარამეტრებზე რაც გჭირდება, ინვესტიციებზე საუბარი ზედმეტია. აქედან გამომდინარე თუ მოხდება ვადის 2 თვემდე შემცირება, ეს იქნება ძალიან პოზიტიური.

სამწუხაროდ სერვისებზე და დეტალებზე საუბარი არ ყოფილა, არ ვიცით რა ფორმით მოხდება თანამშრომლობა, თუმცა ეს არ არის მარტივი რეფორმა, ამ პროცესში აუცილებელია ონლაინ რეჟიმში რაღაც სერვისების მიღება, ასევე უმნიშვნელოვანესია კადრების გადამზადება, ხშირად სწორედ ეს იწვევს დროში გაწელვას", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში გაბუნიამ.