მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ეთერიუმის დამფუძნებელი ინსტიტუციური ინვესტორების კრიპტოინდუსტრიაში ჩართულობას?

6362873f5d768
გიორგი თოლორდავა
03.11.22 10:26
583
კრიპტო და ციფრული აქტივების განვითარების ფონზე, მსოფლიოს უმსხვილესი საფინანსო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო ფონდების მხრიდან კრიპტოინდუსტრიის მიმართ დაინტერესება სულ უფრო მეტად იზრდება.

აღნიშნულ ტენდენციასთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის თანადამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი ავრცელებს.

ბუტერინის შეფასებით, ინდუსტრიის წარმომადგენლები ასეთი ენთუზიაზმით არ უნდა ესწრაფოდნენ ინსტიტუციური ინვესტორებისა და მათი მხრიდან დიდი კაპიტალის მოზიდვას, რადგან ეს ციფრული აქტივების ჯერ კიდევ ჩანასახის ეტაპზე მყოფ სფეროს ზედმეტად შეზღუდავს და რთულ რეგულატორულ ჩარჩოში მოაქცევს.

"სანამ უფრო მეტ ყურადღებას მივიქცევდეთ, ეკოსისტემას მოსამზადებლად დრო სჭირდება. რეგულაცია, რომელიც კრიპტოინდუსტრიას შინაგან თავისუფლებას ანიჭებს, თუმცა ცალკეული პროექტებისთვის რთულს ხდის ფართო საზოგადოებამდე მიღწევას, ჩემთვის გაცილებით უფრო მისაღები და ნაკლებად საზიანოა, ვიდრე რეგულაცია, რომელიც შინაგანად ზღუდავს ინდუსტრიას, თუმცა კაპიტალთან წვდომას ამარტივებს",- აცხადებს ეთერიუმის თანადამფუძნებელი.

ბუტერინის განცხადებები პირდაპირ კავშირშია ინდუსტრიის მასშტაბით მიმდინარე აქტიურ დებატთან იმის შესახებ, თუ რამდენად მკაცრად უნდა დარეგულირდეს ბაზარი და რა საკანონმდებლო ბარიერები უნდა დაწესდეს ინვესტორების უფლებების დასაცავად.

როგორც ჩანს, ეთერიუმის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ინდუსტრიისათვის ყველაზე ხელსაყრელი შედარებით ნელი, თუმცა კონსერვატიული მიდგომაა, რომელიც ბაზარსაც და ინვესტორებსაც მოსამზადებლად გარკვეულ დროს აძლევს.