მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვაში დაანონსებულ რეფორმებს

5db6e57c35d80
ლიკა გურაბანიძე
28.10.19 18:10
1253
"ბევრი მედიკამენტია დარეგისტრირებული და ქვეყანაში არ მიმდინარეობს ფარმაკო ზედამხედველობა, ეს ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ფასი იყოს პრიორიტეტული და ხარისხი - არა?!" - ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელ ირინა ჭელიძეს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მიერ დაანონსებულმა რეფორმებმა გაუჩინა.

ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა "საკმაოდ მისახედია".

ცნობისთვის: საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება; მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლი და ფასების დარეგულირება; ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე თბილისში, ხოლო რეგიონებში კი, მათი დეფიციტი - ეს იმ პრობლემების და გამოწვევების ნაწილია, რაზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

"პრობლემას ორ საკითხში ვხედავ, მედიკამენტის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაში. მაინტერესებს ამ ორი საკითხის გადაჭრა მოკლე პერიოდში როგორ უნდა მოხდეს?! ჩვენ ეს ყველაფერი უცებ რომ გავაკეთოთ, შესაძლოა დიდი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, ამიტომ, სხვადასხვა ეტაპად განხილვა უნდა დავიწყოთ,“ - განაცხადა ჭელიძემ.  

გარდა ამისა,  ასოციაციის ხელმძღვანელმა bm.ge-ისთან  პაციენტის სამედიცინო ელექტრონული ბარათის შექმნის ინიციატივაც შეაფასა. ირინა ჭელიძის აზრით, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე ექიმის მიერ გამოწერილი წამლები ჭარბად არ იყოს წარმოდგენილი.

„ელექტრონულ ბარათზე პაციენტზე გამოწერილი რეცეპტები მოხვდება, რომლის კონტროლის საშუალებაც იქნება. ეს რეფორმები თუ განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ამის განხორციელება ძალიან რთულია", - აღნიშნა ჭელიძემ.