მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აფასებს ფინანსთა მინისტრი ბიძინა ივანიშვილის გეგმებს წყალტუბოში

5dc00f5466aa9
თელარა გელანტია
04.11.19 15:44
1020
„ისეთივე სინერგიები თუ მოხდა, რაც აბასთუმანში ხდება, მაშინ ძალიან დიდ საქმესთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც წყალტუბოში ბიძინა ივანიშვილის გეგმებს და აღნიშნულის ეკონომიკის ზრდაზე შესაძლო გავლენას შეეხებოდა.

„თავისთვად ის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი, მშენებლობები დაიწყება, ძალიან წაადგება ჩვენს ეკონომიკას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის მაშინ, როდესაც დასრულდება და წყალტუბო პრაქტიკულად, ეკლოგიური ტურიზმის ცენტრად გადაიქცევა. როოგრც ვიცი, სხვა ინვესტორები და სხვა ბიზნესმენებიც აპირებენ შეურთდნენ და განმეორედეს აბასთუმნის ფენომენი, რომელიც იყო შთაგონება ამ პროექტისთვის. შესაბამისად, ისეთივე სინერგიები თუ მოხდა, რაც აბასთუმანში ხდება, მაშინ ძალიან დიდ საქმესთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, როგორც - წყალტუბოს პროექტი, ისე - ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა, სავარაუდოდ, 3-4 წელიწადში დასრულდება და „ეს ყველაფერი სერიოზული სტიმული და „ბუსტი“ იქნება ეკონომიკისთვის“.